საბაზო განათლება - სტატისტიკა ასაკობრივ და გეოგრაფიულ ჭრილში

15 თებერვალი 2018, 00:00 5637 ნახვა

საქართველოში მცხოვრები 10 ათასზე მეტი ადამიანი წერა-კითხვის უცოდინარია, დაწყებითი განათლება კი 100 ათასზე მეტს არ აქვს მიღებული – ეს ოფიციალური სტატისტიკაა და ძირითადად 10 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს ეხება.

გაცილებით მაღალ რიცხვებს ასახელებენ მესამე სექტორში. ამბობენ, რომ საქსტატის მონაცემებში ვერ მოხვდნენ მიუსაფარი ბავშვები. წერა-კითხვის და საბაზო განათლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები – ეს 21 საუკუნის მსოფლიოს გამოწვევაა.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი  მოზარდების მიერ ადრეულ ასაკში სკოლის დატოვებაა, რა დროსაც საკუთარი როლი უნდა აჩვენოს სახელმწიფომ და სკოლამ – როლი, რომლითაც შესაძლო სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი მშობლის გადაწყვეტილებაში სახელმწიფო პოზიტიურად ჩაერევა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი