თბილისის N89 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ჩაუტარდება

21 ოქტომბერი 2025, 10:15 98 ნახვა

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თბილისის N89 სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე შენობით ჩანაცვლდება.   

სპეციალისტების შეფასებით, არსებული შენობა არ შეესაბამება სეისმურ ნორმებს, დაზიანებულია მისი საძირკველი, არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს და აღდგენას არ ექვემდებარება.

შედეგად, თბილისის N89 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ჩაუტარდება  და მის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა აშენდება.

მშენებლობა  ევროსაბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

სასწავლო პროცესი მშენებლობის დასრულებამდე თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე