უმაღლესი განათლების რეფორმა

17 ოქტომბერი 2025, 17:54 177 ნახვა

რეფორმის პროექტი, რომელზედაც განათლების სამინისტრო ექსპერტებთან ერთად მუშაობდა, მზად არის, ახლა მისი საჯარო განხილვა იგეგმება, რის შემდეგაც დასამტკიცებლად მთავრობას გაეგზავნება.

7 გამოწვევა და 7 ამოცანა - გეგმაშია ფაკულტეტების გადანაწილების ახალი წესი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება აღარ მოხდება და ერთი ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება.

იცვლება უცხოელი სტუდენტების მიღების წესი, იზრდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და იგეგმება რამდენიმე მიმართულების რეგიონულ უნივერსიტეტებში გადანაწილება.

მათ შორისაა აგრარული, სპორტის და ხელოვნების მიმართულებები. რეფორმა სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორების ხელფასის 10 000 ლარამდე გაზრდასაც ითვალისწინებს.

განათლების ექსპერტთა ნაწილი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რასაც კონცეფცია დამტკიცების შემთხვევაში შექმნის. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში