ე.წ. ''იაფი სახლის'' ტენდერი არ შედგა. წინადადებების მიღება 3-დან 8 თებერვლამდე მიმდინარეობდა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.
მერიაში გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდება. ე.წ. ''იაფი სახლის'' მშენებლობისთვის 2 მილიონ ნახევარი ლარი იყო გამოყოფილი. მერია 2 ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა.
პროექტისთვის თანხა მერიის ბიუჯეტში თითქმის 4 წელია არის გათვალისწინებული, ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებაც გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, თუმცა მშენებელმა ვალდებულებები ვერ შეასრულა, წინასწარ, ავანსად გადახდილი თანხის უკან დასაბრუნებლად მერიას დღემდე სასამართლო დავა აქვს.