ქედაში, სოფელ ჩეტკიძეებში ორსართულიანი სახლი იწვის. როგორც თვითმხილველები ამბობენ, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ერთი საათის წინ გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ადგილზე ორი სახანძრო სამსახურის ბრიგადა მუშაობს. როგორც ქედის მერიაში განმარტავენ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.