ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები კორპუსებს ითხოვენ

10 თებერვალი 2018, 00:00 2416 ნახვა

გამაფრთხილებელი აქცია გამართეს ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა. ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლები მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას და საცხოვრებელით უზრუნველყოფას ითხოვენ. მათი თქმით 2012 წლის შემდეგ, მთავრობისგან პასუხს ელოდებიან. ე.წ ქალაქში 3600-მდე ოჯახი ცხოვრობს, როგორც ისინი ამბობენ მათ ცხოვრება ანტისანიტარიაში უწევთ. იმ შემთხვევაში თუ აქციას რეაგირება არ მოჰყვება ოცნების ქალაქის მცხოვრებლები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს 1 მარტიდან მთავრობის სახლთან აანონსებენ.

ოცნების ქალაქის მცხოვრებლების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძე. ის ამბობს,რომ საკითხის გადასაჭრელად მიმდინარეობს მოლაპარაკებები არასამთავრობო სექტორთან. მისი თქმით, არსებობს პრობლემის გადაჭრის ვერსიები, თუმცა როდის და კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს მთავრობა არ საუბრობს. ჯინჭარაძის თქმით, ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახების უმრავლესობა უკვე დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართით.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი