მთავრობა  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს

09 თებერვალი 2018, 00:00 2369 ნახვა

საგანგებო თათბირი საქართვერლოს მთავრობაში, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, პრემიერ მინისტრმა, საგარეო და შსს მინისტრებმა, მთავარმა პროკურორმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა იმსეჯლეს.

მთავრობა ვიზალიბერალიზაციის ზომებს გაამკაცრებს.  ამის აუცილებლობა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდამ განაპირობა. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის რეადმისიის ხარჯის რომელიც რეადმისირებულ პირებს დაეკისრება. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში