მუნიციპალიტეტი ნარჩენების მართვის გეგმის გარეშე. შუახევში რამდენიმე თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელია. ნარჩენებს ყრიან მდინარეებში და მდინარეებთან. მიუხედავად იმისა რომ იციან ქმედება დარღვევაა და ჯარიმას ითვალისწინებს, ამას ადგილობრივები არ უარყოფენ. ამბობენ რომ სხვა გზა არ აქვთ რადგან სოფლებში სანაგვე ურნები არ არსებობს.
დამატებითი ურნების შეძენას გეგმავს წელს მერია, თუმცა ისევ იმ სამი ადმინისტრაციული ერთეულისთვის, რომლებშიც აქამდეც იყო განთავსებული ურნები.