ქობულეთის პანსიონის საქმეზე ევროპულ სასამართლოში განაცხადი გაიგზავნა

02 თებერვალი 2018, 00:00 2666 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს. განაცხადი ევროპულ სასამართლოში „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობისა“ და ქობულეთში მცხოვრები 7  პირის სახელით შეიტანეს. მასში აღნიშნულია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას, ადგილობრივი მოსახლეობის,  წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო.  

საქმეზე სამივე ინსტანციის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც პანსიონატის გახსნის ხელშეშლას კერძო პირების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის კვალიფიკაციას აძლევს.   ეროვნულმა სასამართლოებმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებლობა მიმდინარე უფლების შეზღუდვის ფაქტებზე არ აღიარეს.

 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ინდივიდუალური უფლებების აღდგენის გარდა, სახელმწიფოს დაეკისრება ვალდებულება, აღმოფხვრას ტენდენცია, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული ძალადობის შეწყნარებას და ამ ფაქტების არაეფექტურ გამოძიებას უკავშირდება -  აღნიშნულია განცხადებაში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი