დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა მიმდინარეობს ქედაში

01 თებერვალი 2018, 00:00 1927 ნახვა

ქედაში პრობლემები არ შეუქმნია თოვას, პრობლემა გამოიწვია ძლიერმა წვიმამ, განვითარდა მეწყრული პროცესები. უკვე აღდგენილია მოძრაობა ცენტრალურ გზაზე, სადაც გუშინ ლოდები ჩამოიშალა. ამ დრომდე არაა გაწმენდილი ყველა შიდა საუბნო გზა.

ფერდიდან მიწა ჩამოიშალა ორ საცხოვრებელ სახლთან. აქედან ერთ შემთხვევაში სოფელ კუჭულაში, გეოლოგებს ერთჯერადი დათვალიერება დასჭირდათ იმისთვის რომ წინასწარი დასკვნა დაედოთ – დასკვნის საფუძველზე ნაკაშიძეების სახლი საცხოვრებლად სახიფათოა და ისინი განსახლებას ექვემდებარებიან. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში