გზები მაღალმთიანეთში

29 იანვარი 2018, 00:00 2058 ნახვა

ადგილობრივები ჰესების მშენებლობის დროს მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო დაზიანებული გზებზეც საუბრობენ. მაგალითად დიდაჭარის ხიდთან გზის ერთი მხარე ჩავარდნილია, მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.

არა ამ მიზეზით, თუმცა დაზიანებულია შიდა საუბნო და თემთან დამაკავშირებელი გზებიც, რომელთა რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად მუნიციპალური და რეგიონის მთავრობის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.

11 მილიონი ლარია გათვალისწინებული წელსაც მხოლოდ შუახევში რამდენიმე მიმართულებით გზების მოსაწესრიგებლად. მძიმე ვითარებაა შუბნის თემის მიმართულებით, ასევე მახალაკიძეების თემში. სოფელ ხაბელაშვილების ერთ-ერთ დასახლებაში კი სახლებამდე გზა საერთოდ არ მიდის, რაც უფრო მწვავე პრობლემას იწვევს -  მაგალითად 2016 წელს ამ დასახლებაში სახლი ისე დაიწვა, რომ უგზოობის გამო, საგანგებო სამსახურები შენობას ვერც კი მიუახლოვდნენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი