კურორტ გოდერძზე 1 კვადრატული მიწის ფართობის ფასი გაიზარდა. აქამდე კვადრატული 3 ლარი და 11 თეთრი ღირდა, დღეიდან კი 12 ლარი და 44 თეთრია. საკითხი საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ცვლილებას გოდერძისთვის კურორტის სტატუსის მინიჭებას უკავშირებენ.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საკრებულოს წევრები დეპუტატებს, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ერთის ნაცვლად სამჯერ წარუდგენენ.