იმამის სტატუსის და დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩენილ ამირან პაპიძეს სასულიერო სტატუსი ისევ მიენიჭება

25 იანვარი 2018, 00:00 3289 ნახვა

 იმამის სტატუსის და დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩენილ  ამირან პაპიძეს მრევლის მოთხოვნით სასულიერო სტატუსი ისევ მიენიჭება. საქართველოს პარლამენტში მაღალმთიანეთის მაჟორიტარის განცხადებით დანისპარაულის მოსახლეობასთან უკვე ჰქონდა შეხვედრა და პაპიძის სტატუსის აღდეგენასთან დაკავშირებით ბრძანება დაიწერება.

ამირან პაპიძეს უფლებამოსილება სრულიად საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ სამი თვის წინ, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოუხსა. თვითმმართველობის არჩენების დროს მაჟორიტარობის კანდიდატად   ხულოში ორი სასულიერო პირი იყრიდა კენჭს „ქართული ოცნებიდან„  და „ევროპული საქართველოდან“. სამუფთომ ორივე მათგანს სტატუსი შეუჩერა.  დანისპარაულის მეჩეთის გარდა ამირან პაპიძე ხეობის კიდევ 12-მდე მეჩეთს ხელმძღვანელობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი