ხულოში წარმატებული მწვრთნელები და სპორტსმენები დააჯილდოვეს

24 იანვარი 2018, 00:00 2260 ნახვა

ხულოში წარმატებული მწვრთნელები და სპორტსმენები დააჯილდოვეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ის მოჭიდავეები და მწვრთნელები დააჯილდოვეს, რომლებმაც გასულ წელს საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი საჩუქრები სულ 6 სპორტსმენსა და 2 მწვრთნელს გადაეცა.  ღონისძიება ხულოს მერიის ორგანიზებით გაიმართა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 ათას 320 ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი