გრძელდება აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა. საორგანიზაციო კომისიის წევრები დღეს მოსახლეობას შუახევში შეხვდნენ. ამ მუნიციპალიტეტშიც მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოსაზრება და ინიციატივა მაჟორიტარული სისტემის ცვლილებას ეხებოდა.
ადგილობრივები ისევე როგორც ხულოში, შუახევშიც ითხოვენ ყველა მუნიციპალიტეტს თითო მაჟორიტარი ჰყავდეს საკანონმდებლო ორგანოში, ანუ ისე როგორც ბოლო არჩევნებამდე იყო. რაც შეეხება შეხვედრებს შორის განსხვავებას, ამ შემთხვევაში დარბაზში მყოფთა უმრავლესობა საჯარო მოხელე იყო, ძირითადად საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები.