განსხვავებული კვების რაციონი ქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ბავშვებისთვის – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეცვლილი მენიუ, აჭარაში მხოლოდ ბათუმის ბაღებში შევიდა. რამდენიმე მუნიციპალიტეტებში კი გვეუბნებიან, რომ მოკლე დროში, ბიუჯეტში ცვლილებას ვერ მოასწრებდნენ.
უფრო მეტიც, მაგალითად ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ცვლილების განხორციელების შემთხვევაშიც კი, ახალი მენიუ და მოთხოვნები, მწირი ბიუჯეტის ფონზე შესაძლოა ვერც სამომავლოდ დააკმაყოფილონ. ანუ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე მორგებული ახალი მენიუ, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე მხოლოდ ქალაქებს ეხება.
ახალ მენიუში აღარ გვხვდება შაქრის შემცველი სასმელები და ცომეული. როგორც დიეტოლოგები გვეუბნებიან გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მნიშვნელოვანი ცილებით და ბუნებრივი ნახშირწყლებით.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, ბაღის აღსაზრდელებისთვის, კვების ახალი რაციონის შედგენის დროს გათვალისწინებული აქვს ევროკავშირის სტანდარტები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის რეკომენდაციები.