განმეორებითი ტენდერი ნარჩენების მართვისთვის

21 იანვარი 2018, 00:00 2196 ნახვა

შუახევის მერია ნარჩენების მართვისთვის ტენდერს ხელმეორედ გამოაცხადებს.  აჭარაში არსებულმა ერთადერთმა კომპანიამ, " ბათუმის სანდასუფთავებამ " ტენდერში მონაწილეობა იმ მიზეზით არ მიიღო, რომ ანაზღაურება მათთვის არასაკმარისი იყო. შუახევის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიასთან შეთანხმების მიხედვით, ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში,  მომსახურების ანაზღაურებას 6 ათასი ლარით გაზრდიან.

ნარჩენების მართვის პროგრამისთვის 2018 წლამდე 36 ათასი ლარი იყო გათვლილი. საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".  შუახევის მერიის ეკონომიკის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, მუნიციპალიტეტი წლის ბოლომდე საკუთარ ნაგავმზიდს შეიძენს. ნაგვის მხოლოდ ურნები ზამლეთში, დაბა შუახევსა და ხიჭაურშია განთავსებული, რაც მუნიციპალიტეტის მხოლოდ 15 %-ს მოიცავს.

ამავე კატეგორიაში