14-ის ნაცვლად 11 სოფლის წყალსადენის რეაბილიტაცია

20 იანვარი 2018, 00:00 2212 ნახვა

ქობულეთში 11 სოფლის  წყალსადენზე რეაბილიტაცია იგეგმება. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად  სამუშაოებისთვის 4 მილიონ 452 ათას 190 ლარი დაიხარჯება. სოფელ ქაქუთში, შუაღელეში ქვედა და ზედა აჭყვაში წყალსადენი სისტემა  საფილტრი ნაგებობის მოწყობას საჭიროებს, ხუცუბანში კი რეზერვუარის რეაბილიტაცია და  წყლის დებეტის გაზრდის სამუშაოები უნდა ჩატარდეს, დებეტის გაზრდის მიზნით  ჭაბურღილების მოწყობა და სხვა სამუშაოები უნდა განხორციელდეს სოფელ გვარაში,ლეღვასა და სამებაში.

წყლით სრული უზრუნველყოფისთვის  წყალსადენის ცენტრალური მაგისტრალი  ,სათავე ნაგებობა და რეზერვუარის მშენებლობაა საჭირო ბობოყვათში. სოფელ დაგვის  კვირიკესა და გორგაძეებში  წყლის სისტემის რეაბილიტაციის თანხები კი მერის მოადგილის განცხადებით შესაძლოა ბიუჯეტის კორექტირებისას გამოიყოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში