სპორტი მთავარში

19 იანვარი 2018, 00:00 2571 ნახვა

ხვალ, ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე, „ბათუმი“ მეოდხედფინალის მეორე შეხვედრას გამართავს. ბათუმელები საპასუხო შეხვედრაში სტუმრად, რუმინულ „ტიმიშოარა-სარასენსს“ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში გუნდების პირველი მატჩი  ბათუმის „რაგბი-არენაზე“ რუმინელთა გამარჯვებით 6:11 დასრულდა, ასე რომ ბათუმელებს გასვლით შეხვედრაში მეტოქე 5 ქულიანი უპირატესობით დახვდება. მატჩი ქალაქ კლუჟში, ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება.  ბათუმელთა შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილებაა, კვაჭი ბექა მამრიკიშვილი, რომელიც გასულ შაბათს მარქაფაში იყო ძირითადში დაწინაურდა, ხოლო გიორგი თედორაძემ თადარიგში გადაინაცვლა.კონტინენტის ფარის მეორე ნახევარფინალში რუსული კლუბები - "ენისეი" და "კრასნი იარი" ითამაშებენ, რომლებიც ამ სეზონში ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობენ. ორრაუნდიანი ნახევარფინალები აპრილში გაიმართება და ორი ფინალისტი მომავალი სეზონის ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას მესამე წრიდან  გამოეთიშა. საქართველოს პირველ  ჩოგანის ბრიტანელ კაილ ედმუნდთან  შეხვედრა 5 სეტი გაგრძელდა, სამწუხაროდ ბასილაშივილი 3:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი 3 სეტის შემდეგ 2:1 -ს იგებდა, თუმცა გადამწყვეტ ეტაპზე გამარჯვება ბრიტანელმა მოიპოვა. 2018 წლის პირველ დიდ სლემზე, ქართველმა ჩოგბურთელმა  55 სარეიტინგო ქულა და 150 00 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. დღეს ტურნირს კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი  ოქსანა კალაშნიკოვა გამოეთიშა, რომელიც წყვილთა თანრიგში ასპარეზობდა. მისი და ვარვარა ლეპჩენკოს წყვილი  ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ლატიშა ჩანისა და ანდრეა ჰლავაჩკოვას დუეტთან ორ სეტში  0:6 5:7 დამარცხდა.

მიუნჰენის ბაიერნმა გელზერკინხენის „შალკესა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ლეონ გორეცკა გაიფორმა. 22 წლის ფეხბურთელი გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გორეცკას „შალკესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ასე რომ შეიძლება ის ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ანუ უფასოდ შეუერთდეს. გორეცკამ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 4 ბურთის გატანა შეძლო, ხოლო რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, მას 12 შეხვედრაში 6გოლი აქვს გატანილი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციცაციის “ოლ სტარის” სასტარტო 10 მოთამაშის ვინაობა ცნობილი გახდა.  ხმების მიხედვით გუნდებს  ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი უაკპიტნებენ. დასავლეთ კონფერენციაში კარის, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, დემარკუს კაზინსი და ენტონი დევისი შეუწყვილდებიან. აღმოსავლეთ კონფერენციაში: კაირი ირვინგი, დემარ დეროზანი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ადეტოკუმპო და ჯოელ ემბიდი ითამაშებენ. აღსანიშნავია რომ ლებრონ ჯეიმსი ნბა-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელიც 14 სეზონი ზედიზედ “ყველა ვარსკვლავის” მატჩში თამაშობს. წლევანდელი “ოლ სტარი” 18 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება.  ხმის მიცემაში მონაწილეობას გულშემატკივრები, ჟურნალისტები და მოთამაშეები იღებდნენ. სათადარიგო კალათბურთელების ვინაობა 25 იანვარს გახდება ცნობილი. აქვე გეტყვით რომ ზაზა ფაჩულია წლევანდელ გამოკითხვაში 134 204 ხმით 21-ე ადგილზე გავიდა. 

ფეხბურთის მეფედ წოდებული ბრაზილიელი პელე ამავე ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. როიტერის ინფორმაციით, ფეხბურთელის ჰოსპიტალიზირების მიზეზი ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვა გახდა. რამდენიმე ტესტის ჩატარების შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს, რომ ბრაზილიის ნაკრების,  სანტოსისა და ნიუ იორკ კოსმოსის ყოფილი თავდამსხმელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, პელემ ლონდონში ვიზიტი გადადო, სადაც კვირას მის საპატივცემულოდ წვეულება უნდა გამართულიყო. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ედსონ არანტის დუ ნასიმენტუმ  92 მატჩი ჩაატარა და 77 გოლი გაიტანა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც  მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ პელე „საუკუნის ფეხბურთელად“ დაასახელა.

ამავე კატეგორიაში