საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის საზღვარზე დაწესებული რეგულაცია არ გავრცელდება სანამ თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება – ამ შეთანხმების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც თურქეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.
მანამდე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ართვინის გუბერნატორს შეხვდა. საუბარია მოლაპარაკებებზე, რომლის საბოლოო შედეგი შესაძლოა გამონაკლისის დაშვება გახდეს, იმ მოქალაქეებისთვის რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველდღიურად გადადიან და საქართველოში იმ დღესვე ბრუნდებიან.