თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრაზე შეთანხმდნენ

29 ივნისი 2016, 00:00 3115 ნახვა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ   რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის მიზნით მოლაპარაკება დაიწყება. რუსეთის პრეზიდენტი თურქ კოლეგას ტურიზმის სფეროში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებასაც  დაჰპირდა. პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება უკვე გასცა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  სატელეფონო საუბრისას ერდოღანი და პუტინი შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.  სავარაუდოდ სექტემბერში დაგეგმილი "დიდი ოცეულის სამიტამდე".  შეგახსენებთ, ორი ქვეყნის ურთიერთობა შარშან ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა. მაშინ  თურქულმა ავიაციამ ქვეყნის  სივრცეში შეჭრილი რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.

ამავე კატეგორიაში