ვაკანტური პოზიცია

14 იანვარი 2018, 00:00 2389 ნახვა

შუახევში კვიახიძეების, მაწყვალთის და პაპოშვილების საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სპეციალისტის პოზიცია ვაკანტურია.

მუნიციპალიტეტის რესურს - ცენტრის უფროსის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი უკვე წლებია არსებობს, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით ამ ეტაპზე საგნის სასერთიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არ აქვთ ათამდე ინგლისურის და რამდენიმე მათემატიკის პედაგოგს, რის გამოც ისინი მოვალეობის შემსრულებლად მუშაობენ. შუახევში 43 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში