რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში ფეხსაცმლის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ყველა მათგანი საწყობის თანამშრომელი, ძირითადად ჩინეთის მოქალაქე იყო.
ცეცხლის ლიკვიდირება დღის პირველი საათისთვის მოხერხდა. ხანძარი 2 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზებად წინასწარი ვერსიით, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა და მოკლე ჩართვა სახელდება. სამაშველო ოპერაციას მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეუშალა ხელი.