კონსილიუმი მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირების საკითხზე

03 იანვარი 2018, 00:00 2753 ნახვა

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის ინფორმაციით, მესამე კონსილიუმის მოწვევაა საჭირო იმისთვის, რომ გადაწყდეს, დასაშვებია თუ არა პანკისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ბიჭის საზღვარგარეთ ტრანსპორტირება.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ოჯახის ადვოკატი, იგი ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის გადაყვანა გადაწყდა და  ახლა ქვეყანა და სამედიცინო დაწესებულება უნდა შეირჩეს. მაჩალიკაშვილებს სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ, რომლის თანახმადაც 19 წლის ბიჭი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ დაჭრეს, ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს მძინარეს დაესხნენ თავს, ამასთან აცხადებენ, რომ მას კავშირი არ ჰქონია ახმედ ჩატაევთან.

ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული, შემთხვევის ადგილზე დღეს ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი