ქვეყნები, სადაც 2018 წელი უკვე დადგა 

31 დეკემბერი 2017, 00:00 3784 ნახვა

დედამიწაზე ახალი ორბიტალური პერიოდი ოფიციალურად დაიწყო. სამოაზე, ტონგაში, კირიბატიზე, ახალ ზელანდიაში, რუსეთის მცირე რეგიონებსა და ავსტრალიაში 2018 წელი უკვე დადგა. სიდნეიში, ოპერის სახლთან სახალხო დღესასწაულს გრანდიოზული ფოიერვერკით შეხვდნენ და სურვილები ჩაიფიქრეს. ფერადი მაშხალების შოუ მოუწყო ახალ ზელანდიაშიც. ციფრულმა საათმა თორმეტჯერ ჩამოკრა ოკლენდში, ვიდრე მილიონობით მაყურებლისთივს კოშკზე ფერადი აფეთქება მოხდებოდა.

ყვითელი ძაღლის წლის მოლოდინშია იაპონია და ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა. ახალი წელი გამორჩეულად აღინიშნება მსოფლიოს ცნობილ სიმბოლურ ადგილებზე. კუნძულ ბალიზე ტრადიციული ცეკვების ფესტივალი და კულტურული აღლუმი გაიმართება. ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ახალ წელთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ილუმინაციებით შეხვდებიან ახალ წელს დუბაისა და ლონდონში. ყველაზე ბოლოს ახალი წელი ამერიკის ბეიკერისა და ჰოლანდის კუნძულებზე დადგება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი