სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მერაბ ღოღობერიძე და მისი ადვოკატი სასამართლოს დარწმუნებას ბრალდებულის უდანაშაულობაში.
ამბობდნენ, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს ღოღობერიძის დადანაშაულებას და სინამდვილეში მას 11-12 მარტის ბათუმის აქციის, არეულობის ორგანიზებასთან კავშირი არ ჰქონია.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურის მტკიცებულებები სუსტი, მოწმეების ჩვენებები კი წინასწარ შეთანხმებული და იდენტურია.