მეორე შემთხვევა და ორი დაშავებული მოზარდი – ბოლო ერთ კვირაში ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა, განსაკუთრებით მძიმეა ბოლო შემთხვევა.
მოზარდმა 3 თითი დაკარგა, გადაყვანილია თბილისში, მკურნალობას იაშვილის კლინიკაში განაგრძობს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. საახალწლოდ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით ჯერჯერობით შემცირებულია, თუმცა ფაქტია, რომ კანონმდებლობის დონეზე უნდა გამკაცრდეს რეგულაცია.
ამჟამად არაფერი არეგულირებს ამ საკითხს, არაფერი ზღუდავს არასრულწლოვანს, მას უპრობლემოდ შეუძლია პიროტექნიკის შეძენა.