სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი მალხაზ ჩიტაია წარუდგინა

08 ოქტომბერი 2025, 11:22 113 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი მალხაზ ჩიტაია წარუდგინა, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„სასწავლო ცენტრში გამართული შეხვედრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრი წარმოადგენს უწყების მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ინსტიტუციური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხაზი გაესვა სასწავლო ცენტრის პრესტიჟის ამაღლებას, ახალგაზრდა კადრების მომზადების მნიშვნელობას, რომლებიც თავისი პროფესიული ცოდნით, შეუერთდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რიგებს.

მამუკა მდინარაძემ სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ პირველ მოადგილესთან ლაშა მაღრაძესთან ერთად დაათვალიერა სასწავლო ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკა და უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე