საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთიდან პოპულარული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
The Sun-ის, The Mirror-ის, The Daily Express-ის, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები საქართველოში ბრიტანულ ავიაკომპანიასთან ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმყოფებიან.
ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ ვრცელ სტატიებს ამზადებენ, მთავარი აქცენტები გაკეთდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის, სათავგადასავლო ტურიზმის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ.
ტურის მიზანია დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია და ავიაკომპანია easyJet თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში კიდევ ერთ მედია ტურს უმასპინძლებს, ამჯერად შვეიცარიიდან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე