კაპიტნის საკარიერო კურსის გამოშვების ცერემონიალი

26 დეკემბერი 2017, 00:00 2429 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.  114 ოფიცერს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.

კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. კურსის განმავლობაში ოფიცრებმა ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა შეისწავლეს. 

ამავე კატეგორიაში