მომდევნო სამი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ცივ და წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში თოვლი.
ბათუმის ჰაერის ტემპერატურა დაეცემა. ამინდს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება განაპირობებს, რის გამოც 24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.