ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ქობულეთის მერია ერთჯერადად დაეხმარება, საუბარია სახლის სარემონტო სამუშაოებზე. რომანაძეების სახლში ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა.
დამწვარია შენობის დიდი ნაწილი. გამომწვევი მიზეზი ჯერ - ჯერობით უცნობია, ადგილზე მთელი დღეა ექსპერტები მუშაობდნენ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლეღვაში მომხდარი ეს მესამე ხანძარია. სამივე შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება.