დამეწყრილ  ტერიტორებს  გეოლოგები  სწავლობენ

12 დეკემბერი 2017, 00:00 2197 ნახვა

გეოლოგები სწავლობენ დამეწყრილ ტერიტორიებს ქედაში. პირველადი მონაცემების მიხედვით, დადასტურებით ამბობენ, რომ წონიარისში მცხოვრები ერთი ოჯახი საჭიროებს განსახლებას, ბარამიძეები 8 დეკემბრის შემდეგ, უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. ასევე საუბარია კიდევ ერთ ოჯახზე ზვარეში. ჯერ-ჯერობით არ აქვთ საბოლოო დასკვნა.

დასკვნას ელოდებიან ქედის მერიაში. მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობაში ფერდსამაგრი სამუშაოების საჭიროებაზეც ამახვილებენ ყურადღებას. მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ფერდების გასამაგრებლად უკვე დაიხარჯა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, მომავალი წლის ბიუჯეტში კი 351 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი