ნარჩენები ქობულეთის სანაპიროზე და გზებზე

12 დეკემბერი 2017, 00:00 3453 ნახვა

ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე გზის გასწვრივ ნარჩენებია დაყრილი. დანაგვიანებულია სხვა ქუჩებიც, ასევე ქალაქის ცენტრი და სანაპირო. სანაპიროს შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს შტორმი, გამორიყული ნარჩენებისგან ნაპირს 15 დღეში ერთხელ ასუფთავებენ.

ფაქტია რომ მყარი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ზღვაში მდინარეებისგან ხვდება. ზოგადად მდინარეების და ზღვის დანაგვიანება, ამ მხრივ გარემოსთვის მიყენებული ზიანი დიდი ხანია განხილვის საგანია, ასევე ქალაქში, ქუჩაში ნარჩენების დაყრა. სამოქალაქო თვითშეგნების დაბალი დონე და სანდასუფთავების სამსახურების მუშაობა - სოფო მაკარაძე მოგვიყვება ახლა უფრო დეტალურად თემის შესახებ.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი