ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა ჯინჭარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში

10 დეკემბერი 2017, 00:00 9346 ნახვა

ცოტა ხნის წინ  ხარიტონ ახვლედიანის, ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები, ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ოპერატიულად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. 

ჩამსხრეულია მინები გვერდით საცხოვრებელ სახლზე. ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერი, ვიცე-მერი  და სხვა ოფიციალური პირები. ადგილზე მობილიზებულნი არიან  სასწრაფო და სამაშველო სამსახურის  ბრიგადები. როგორც შინაგან საქმეთა  სამინისტროს  პრეს - სამსახურში გვითხრეს, სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი. ჩვენი გადამღები ჯგუფი რჩება  ადგილზე.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი