თევზჭერა შავ ზღვაში

08 დეკემბერი 2017, 00:00 3473 ნახვა

რა განაპირობებს სარეწაო ობიექტების მარაგებზე ზეგავლენას? სპეციალისტების განცხადებით ზოგ შემთხვევაში კლება, ზოგან კი მატება მეთევზეობის ზეგავლენის, ასევე კლიმატური ცვლილებების შედეგია. ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს დღეს ბათუმში შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ თევზჭერის მაღალი მაჩვენებლით თურქეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზეა, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანას, ანუ საქართველო ისევე როგორც შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნები ვალდებულია, რესურსების აღდგენაზე აქტიურად იზრუნოს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი