საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის პოლიციელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. დაჯილდოება კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ამ საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა 5 პოლიციელი, მათ შორისაა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ -ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი - ნინო დუმბაძე. ნათია კოპალიანი ესწრებოდა ღონისძიებას და ახლა ვრცლად მოგვიყვება სასახლეში გამართული დაჯილდოების შესახებ.