ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებთან გაიმართა. მოსახლეობას ძალადობის სახეებსა და მისგან დაღწევის გზებზე ინფორმაცია ქობულეთის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა მიაწოდა.
შეხვედრის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის შემთხვევების შემცირებაა. ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ასოციაცია “ღირსეულმა სიბერემ” მოაწყო.