მინდობით აღზრდა

06 დეკემბერი 2017, 00:00 5964 ნახვა

მინდობით აღზრდა - ოჯახისგან მოშორებით, თუმცა ოჯახურ გარემოში და არა ბავშვთა სახლში – სისტემა 2012 წელს შეიცვალა, ბოლო 5 წელია საქართველოში საჭიროების მქონე მოზარდები მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში დედობილთან და მამობილთან ერთად იზრდებიან.  

აჭარაში ამ დროისთვის ასეთი სულ 65 ბავშვია.  მოზარდებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბიოლოგიურ მშობლებთან აბრუნებენ, ეს იმ შემთხვევაში თუ ოჯახს უკვე აქვს შესაძლებლობა შვილს აღზრდისთვის საჭირო პირობები შეუქმნას. სათანადო გარემოს შექმნაზე საუბრობს ხელვაჩაურში მცხოვრები ერთი ოჯახი. ამბობენ, რომ უკვე აქვთ პირობები შვილების უკან დასაბრუნებლად, თუმცა მათ სოციალური სააგენტო არ თანხმდება. საუბარია 4 ბავშვზე, რომლებიც 3 წელია მინდობით იზრდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი