უკრაინის პროკურორი: ''მიხეილ სააკაშვილის მიზანი უკრაინის ხელისუფლების დამხობა იყო''

05 დეკემბერი 2017, 00:00 2584 ნახვა

უკრაინის პროკურორის განცხადების შესახებმ, თუ რაში სდებენ ბრალს მიხეილ სააკაშვილს - უკრიანის პროკურატურა საუბრობს ნახევარ მილიონ დოლარზე, რომელიც უწყების მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის მოკავშირე ბიზნესმენმა კურჩენკომ სააკაშვილს გადასცა შუამავლების გზით. ამ თანხით ოფიციალური კიევის ცნობით ის აქციები ფინანსდებოდა, რომლებიც ლუცენკოს მტკიცებით სააკაშვილის მიზანი უკრაინაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა იყო. უკრაინის პროკურატურა სევერიონ განგაძის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ აუდიო ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც საგამოძიებო უწყების ცნობით სააკაშვილისა და კურჩენკოს ხმები ისმის, ასევე განგაძისა და კურჩენკოს სატელეფონო საუბარი.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით სევერიონ გამგაძემ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით კურჩენკოს, რომელიც სამართალდამცავი უწყების განცხადებით რუსეთს აფარებს თავს, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ინტერესების გატარების მიზნით სააკაშვილის საპროტესტო აქციების  დაფინანსება შესთავაზა. ისაუბრა ასევე იმ გეგმაზე რომლითაც პროკურორის განცხადებით რუსული ძალები უკრაინაში რევანშს გეგმავდნენ. ამ გეგმაში, გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ჩართული იყვნენ პოლიტიკოსები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და იანუკოვიჩის გუნდის წევრი ბიზნესმენი კურჩენკო. სააკაშვილი ამ ჩანაწერების შესაძლო გავრცელბის შესახებ განცხადებას სამი დღის წინ აკეთებდა, ამბობდა რომ პოროშენკო მის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული ჩანაწერის გავრცელებას გეგმავდა, სააკაშვილი ასევე სამი დღის წინ ამბობდა, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი