ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოსახლეობის გარეშე

28 ნოემბერი 2017, 00:00 3699 ნახვა

შუახევის მერიაში 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა, თუმცა უამინდობის გამო შეხვედრაში მოსახლეობამ მონაწილეოობა ვერ მიიღო. მას მხოლოოდ მერიის და აიპების თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ბიუჯეტში ძირითადად შენიშნვები ,,ნაციონალური მოძრაობის,“ წევრებს ჰქონდათ. მათი თქმით, 7 მილიონ 314 ათას ლარიან ბიუჯეტიდან, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მხოლოდ 900 ათასი ლარია გამოყოფილი, რის გამოც მუნიციპალიტეტში პრობლემები ვერ მოგვარდება. მნიშვნელოვანი შენიშვნები არ აქვთ უმრავლესობის წევრებს.

შუახევის მერი განმარტავს, რომ არსებული ბიუჯეტი, მომავალი წლის, განმავლობაში შემოსავლების ხარჯზე ეტაპობრივად გაიზრდება და დაგეგმილი 20-მდე ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება. 

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში