წლევანდელი ზამთარი გასულ წლებთან შედარებით თბილი იქნება

28 ნოემბერი 2017, 00:00 7489 ნახვა

ოფიციალური პროგნოზით, წელს ზამთარში საშუალო მრავალწლიან მონაცემებთან შედარებით ერთი გრადუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. მონაცემებს მეტეოროლოგიური ცენტრი აკვირდება. 

სინოპტიკოსები თბილი ზამთრის მიუხედავად, ზოგიერთ რაიონში, უხვთოვლიანობას არ გამორიცხავენ. ინტენსიური თოვლის დროს კი, საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა 0, +3 გრადუსამდე დაფიქსირდება.  

აღსანიშნავია ისიც, რომ ზამთრის პირველი ნახევარი, სეზონის მეორე ნახევართან შედარებით თბილი იქნება.

ზამთრის გრძელვადიანი პროგნოზი  აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის მეტეოროლოგების ფორუმზე, ხორვატიაში განიხილეს.  მასში ქართველი სინოპტიკოსებიც მონაწილეობდნენ.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი