''აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები''

22 ნოემბერი 2017, 00:00 2998 ნახვა

„წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრები" - აცხადებენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ძალოვანების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებამდე, სამართალდამცველები,  რამდენიმე საათის განმავლობაში  აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.  

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიჭრა“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ამავე კატეგორიაში