ხულოში, კი მოსახლეობა ეჭვობს, რომ ზამთარში მათ ნაწილს კვლავ ენერგომომარაგების გარეშე მოუწევს ყოფნა. ამბობენ, რომ დაზიანებული და მოძველებული ბოძების უმრავლესობა არაა გამოცვლილი, რის გამოც ისევე, როგორც გასულ წლებში, შუქი წელსაც ხშირად ეთიშებათ. ენერგოკომპანიაში კი ირწმუნებიან რომ ახალი ბოძები უკვე შეძენილია და დაზიანებულებს ეტაპობრივად ცვლიან.