ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “შემოდგომა ქედაში” ჩატარდა. დილიდან მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები. სტუმრებს ტრადიციული კერძების და ღვინის დეგუსტაციის საშუალება ჰქონდათ.
გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტიც საზეიმო პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზე იყო გათვლილი.