მანდარინთან და ხურმასთან ერთად, მოსახლეობა წელს კივის მცირე მოსავალსაც უჩივის. ჩვენი გადამღები ჯგუფი ქობულეთის სოფლებში იმყოფებოდა, სადაც გაარკვია, რომ მოსავალი წელს შარშანდელთან შედარებით თითქმის 50%-ით ნაკლებია. მოსახლეობა რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორისაა თავად ფერმერების კომპეტენცია. ამბობენ, რომ მრავალწლიანი კულტურის განაშენიანებისა და მოვლის ტექნოლოგიებს სიღრმისეულად არ ფლობენ.