საბაგირო და სასტუმრო კომპლექსი

07 ნოემბერი 2017, 00:00 3021 ნახვა

მწვანე კონცხი - ბათუმი.  მარშრუტი უცვლელია. 25 წლის შემდეგ მწვანე კონცხი სანაპიროს საბაგირო გზით ისევ დაუკავშირდება. პროექტის ავტორების თქმით, მისი გამტარუნარიანობა დღის განმავლობაში  5 ათასი ადამიანი იქნება.

სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი განახორციელებს. ტერიტორია კომპანია ბიზნეს დეველოპმენტმა იყიდა, რომელიც  რამდენიმე თვის წინ 49 წლიანი იჯარით ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ პლაჟსაც ითხოვდა.

სანაპირო ზოლი ერთი თვის წინ  საინვესტიციო პროექტისთვის მერიამ აჭარის მთავრობას გადასცა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ პლაჟი აღარ გასხვისდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი