ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთების საფლანგო ხომალდი REGELE FERDINAND უკვე შემოვიდა. დღესვე ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ სამი ხომალდი შემოვა. ისინი საქართველოში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.
დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ხელმძღვანელობს. ერვი ბრეჟონს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება. მოგვიანებით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.