სტიქიის შედეგები 

02 ნოემბერი 2017, 00:00 3131 ნახვა

 ამ დრომდე ზუსტი ციფრი უცნობია. იმის მიუხედავად, რომ სტიქიის დროს, საგანგებო შტაბის წევრები ზარალის ოდენობის დათვლისა და სამუშაოების დროული დაწყების პირობას დებდნენ, მეწყრული პროცესებიდან 2 კვირის თავზეც დაზუსტებით არაფერი იციან.

 ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურას დაახლოებით 350 ათასი, მეწყერსაწინააღმდეგო გაბიონების აშენებას კი 139 ათასი ლარი დასჭირდება. ცნობილია, რომ ქედაში ერთ ოჯახს, რომელსაც სახლი დაენგრა, საცხოვრებელს უყიდიან, ორის ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მათ გამგეობა ქირის საფასურს უხდის.

უცნობია გეოლოგიური დასკვნის შედეგები შუახევსა და ხულოში. სტიქიური მოვლენების დროს ათობით სახლთან ჩამოწვა მეწყერი, ორი კვირის წინ არაერთმა ოჯახმა დატოვა დროებით საცხოვრებელი სახლი. 8 ოჯახი საჭიროებს განსახლებას ქობულეთში. 67 სახლთან კი გადაუდებელი ფერდსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი. აქ ზარალის დაახლოებითი ოდენობა მილიონს აჭარბებს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში