ტენდერი მოსაცდელების მოსაწყობად

02 ნოემბერი 2017, 00:00 3466 ნახვა

ქობულეთის სოფლებში მოსაცდელების განთავსებისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. გამარჯვებულმა კომპანიამ 13 გადახურული მოსაცდელი 35,700 ლარად უნდა მოაწყოს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაბა ჩაქვში, ასევე სოფლებში კვირიკეში, ხალაში, ლეღვაში, ბობოყვათში, ხუცუბანში, საჩინოში და ციხისძირში, მოსაცდელები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა განთავსდეს. სამუშაოების საგარანტიო პერიოდი კი  5 წელია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი